პაატა სილაგაძე ბესელიას - ქალბატონო ეკა, სუბიექტური ბრძანდებით, თქვენ არც ერთ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს. როგორც სილაგაძემ აღნიშნა, ეკა ბესელია მასთან მიმართებაში ობიექტური ვერასოდეს იქნება. დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს კითხვა წარსულ საქმიანობაზე დაუსვა და დაინტერესდა, რატომ არ აქვს მას გამოტანილი 2012 წლამდე პერიოდში არც ერთი გამამართლებელი განაჩენი.

„სუბიექტური ბრძანდებით ქალბატონო ეკა. თქვენ არც ერთ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს, იმიტომ, რომ თქვენი პოზიცია დაფიქსირებული გაქვთ წინასწარ ჩემთან მიმართებაში. თქვენი შესავალი სიტყვაც მაძლევს იმის საფუძველს ვთქვა, რომ თქვენ ჩემთან მიმართებაში ობიექტური ვერ იქნებით ვერასდროს“, - განაცხადა სილაგაძემ.

ამის პასუხად დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. რომ ის მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას არ დაუსვამდა და მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებდა, რომლითაც გამოჩნდება, რომ პაატა სილაგაძის კომპეტენცია დაბალი და შეუსაბამოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს