ლევან გოგიჩაიშვილი პაატა სილაგაძეს - თქვენგან განსხვავებით, რომელსაც სულ ასე ყურით გათრევდნენ, მე არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული

მე ნუ მიპასუხებთ, თუ გნებავთ სახეზე ფურცელს ავიფარებ და არ დამინახავთ, სხვებს შეხედეთ, ჟურნალისტებს შეხედეთ და მათ უპასუხეთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს, რომელმაც მის რამდენიმე კითხვას არ უპასუხა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კითხვებზე პასუხის გაუცემლობა უპატივცემლობაა.

„თქვით, რომ ლევან გოგიჩაიშვილს არ სცემთ პასუხს, მეც არ დაგისვამთ კითხვას ჩემი სახელით, უბრალოდ დავსვამ კითხვას და თქვენ თუ გნებავთ შეხედეთ კახას, შეხედეთ ჟურნალისტებს და ისე გაეცით ამ კითხვას პასუხი. თუ გნებავთ სახეზე ფურცელს ავიფარებ და არ დამინახავთ, როგორც უფრო კომფორტული იქნება. თქვენგან განსხვავებით, რომელსაც სულ ასე ყურით გათრევდნენ, მე არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და აღებული მაქვს 80% მეორე ტურში. მე ხმა მომცეს ადამიანებმა ჩემი სახელისა და გვარის გამო და თქვენ უნდა მოგცეთ ხმა ჩვენ,“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

მანამდე კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზეც თქვა უარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა