დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას - ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში გადადიხართ - თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ დარბაზი დატოვოთ

გვიყურებენ საერთაშორისო პარტნიორები და ხედავენ, როგორ გინდათ ამ პროცესის ჩაშლა. თქვენი რეპლიკები სერიოზულად მისაღები არ არის, ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში გადადიხართ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც დეპუტატ ეკა ბესელიასთან კამათს გამოეხმაურა. მათიკაშვილმა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიჰყავს, განმარტა, რომ ნებისმიერ დეპუტატს ან სხვა ადამიანს აქვს კითხვის დასმის უფლება, თუმცა ეს უნდა იყოს კორექტულობის ფარგლებში.

„სხდომას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერ დეპუტატს და საზოგადოების წევრს, რომელიც დამტკიცებული დღის წესრიგით მონაწილეობს პროცესში, აქვს სრული უფლება დასვას ნებისმიერი კრიტიკული კითხვა, ოღონდ ეს უნდა იყოს კორექტულობის ფარგლებში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რასაც ეკა ბესელიას პროტესტი მოჰყვა. მათიკაშვილმა მას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ დარბაზი დატოვოთ. თქვენ ბევრჯერ გამოაჩინეთ თქვენი სახე, მათ შორის გუშინაც“, - განაცხადა მათიკაშვილმა, რის საპასუხოდაც ეკა ბესელიამ მას „მედროვე, მხდალი და მშიშარა“ უწოდა.

„გვიყურებენ საერთაშორისო პარტნიორები და ხედავენ, როგორ გინდათ ამ პროცესის ჩაშლა. ეს სერიოზულად მისაღები არ არის მართლა, თქვენ გადადიხართ ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა ბესელიას საპასუხოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა