„აზიის განვითარების ბანკის“ ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი - ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისი საკმაოდ განვითარდა

საქართველოში ინვესტირების ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიეპახმა ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ვერნერ ლიეპახი თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. მისივე შეფასებით, ფორუმი ბიზნეს შეხვედრებისთვის „შესანიშნავი ადგილია“.

ვერნერ ლიეპახმა ქვეყნის განვითარების ტემპზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 5 წელიწადში ქვეყანა კიდევ უფრო განსხვავებული იქნება.

„ვფიქრობ, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ შესანიშნავი ინიციატივაა. ბევრი ვისაუბრეთ რეგიონულ თანამშრომლობაზე. საქართველომ აიღო ინიციატივა, რომ ეს პროცესი აქ წარმართულიყო.

ჩვენ „აზიის განვითარების ბანკიდან“ ვართ დიდი პარტნიორები როგორც „აბრეშუმის გზის ფორუმის“, ისე საქართველოში ინვესტიციების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ კოორდინირებას ვუწევთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კორიდორის დაფინანსებას, რომელიც რეალურად ზრდის კავშირებს. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ასევე შესანიშნავი ადგილია ბიზნეს შეხვედრებისთვის”, - აღნიშნა ვერნერ ლიეპახმა.

მისივე განცხადებით, თბილისი გასულ 10 წელთან შედარებით, საკმაოდ განვითარდა.

„ინფრასტრუქტურა მოითხოვს დროს, მაგრამ 10 წელზე მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად ჩამოვედი. დღეს თბილისი როგორც გამოიყურება, იმის მიხედვით უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ განვითარდა. ვიცი, რომ ბევრი პროექტის იმპლემენტაცია ახლა ხორციელდება და ვფიქრობ, მომდევნო 5 წელიწადში ქვეყანა ძალიან განსხვავებული იქნება“, - აღნიშნა ვერნერ ლიეპახმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში 22-23 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი წარადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ღონისძიება მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება