თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების ძებნას რომ მოეშვას და  ქვეყნის ამბები ხანდახან მაინც გაუხარდეთ, კარგი იქნება

“ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების ძებნას რომ მოეშვას და პირიქით, ზოგჯერ ქვეყნის ამბები ხანდახან მაინც რომ გაუხარდეთ, კარგი იქნება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ "საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის" დამტკიცებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტს სენატიც მხარს დაუჭერს, ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, იმის ხაზგასმით, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ჩუგოშვილის ინფორმაციით, ამ აქტში სხვა აქცენტებთან ერთად, საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანების მიმართ სანქციების გამოყენებაზე.

„იცით, რომ კონგრესის ქვედა პალატამ გადაწყვეტილება მიიღო და დოკუმენტს მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც იგივე პროცედურას სენატშიც გავივლით და მხარს დაუჭერს, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული პირველი სრულფასოვანი კანონი - ჩვენი მხარდაჭერის მიზნით და იმის ხაზგასმით, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც დასავლური მისწრაფებები აქვს, ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის და ქვეყანას ამისთვის სჭირდება, ამერიკის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე თავდაცვის თუ სხვადასხვა სფეროში მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა გვესმის, უამრავი აბსურდული სპეკულაცია სხვადასხვა პირის მხრიდან ჭორაობის დონეზე გაჩენილი, რომ ქვეყანა საგარეო კურს იცვლის, პრობლემებშია, შავ ზღვაში ვისი ადგილია და ვისი - არა. ასეთი დაუსაბუთებელი სპეკულაციებია და ამ ფონზე ამერიკის გადაწყვეტილება ძალიან დიდი დატვირთვის და მნიშვნელობისაა. მითვის, ვინც ამ სპეკულციებით არის დაკავებული, ეს აქტი ძალიან ძლიერ მესიჯს აგზავნის და თუ ასეთი გზავნილების კითხვა შეუძლიათ, მგონი, შეუძლიათ, ამოიკითხონ,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ეს აქტი გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ საქართველოს საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერა აქვს.

"რუსეთისთვის ეს, ალბათ, გაგრძელებაა იმის, რაც მათთვის ისედაც ცხადი, ნათელი და მკაფიოა. ის, რომ საქართველოს აქვს მხარდაჭერა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის და სხვა საერთაშორისო, ძლიერი აქტორების მხრიდან, დასავლური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მხრიდან. როცა ეს ხდება იმ ფონზე, როცა თავად ამერიკის დედაქალაქში ძალიან მწვავე პოლიტიკური პროცესები მიდის, ამ გადაწყვეტილების ასეთ მომენტში მიღება, დამატებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ მესიჯს აგზავნის. ვისაც გაგება უნდა, გაიგებს. ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების ძებნას რომ მოეშვას და პირიქით, ზოგჯერ ქვეყნის ამბები ხანდახან მაინც რომ გაუხარდეთ, კარგი იქნება,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს