ლევან გოგიჩაიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევონ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევონ. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფაა, როდესაც კანდიდატი კონკრეტული დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს, სხვა დეპუტატის კითხვებს კი პასუხობს.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით სხდომის წამყვანს, თქვენ თუ არ გეუხერხულებათ ასეთი დამოკიდებულება კანდიდატის, თქვენი კოლეგის მიმართ, მე ვფიქრობ, ეს არის თქვენი პრობლემა. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც დღეს ბატონი პაატა აკეთებს. მე აქ ვიცავ პარლამენტის ღირსებას, ინსტიტუციის ღირსებას ვიცავ. დღეს რასაც ბატონი პაატა აკეთებს, ამის გამო, თქვენს ადგილას ვეტყოდი მანდატურს - მოკიდეთ ხელი ბატონ პაატას და გააგდეთ ამ ოთახიდან. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა და თქვენ თუ არ შეგიძლიათ დაიცვათ პარლამენტის ინსტიტუცია, ეს არის თქვენი პრობლემა. მე მოგიწოდებთ, ბატონი პაატა გააძევოთ, ვინაიდან ის პატივს არ სცემს პარლამენტის წევრს. არ შეიძლება ასეთი სულისკვეთების ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა