პაატა სილაგაძე - იმ გადაწყვეტილებებზე, რაზეც მე ხელი მოვაწერე, არც ერთ შემთხვევაში, ბოდიში მოსახდელი არ მაქვს

იმ გადაწყვეტილებებზე, რაზეც ხელი მოვაწერე, არც ერთ შემთხვევაში, ბოდიში მოსახდელი არ მაქვს,- ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.

„რევოლუცია რომ არ მოხდა 2012 წელს იცით რისი ბრალია?! უბრალოდ, კეთილგონიერება გამოიჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა ლიდერშიფმა, რომ საკუთარი სიცოცხლე შეენარჩუნებინათ და საკუთარი ჯანმრთელობა, თორემ 2012 წელს 1 ოქტომბერს მართლაც რევოლუცია მოხდა. თქვენ ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ?! ამ პროცესებიდან, ამ მოვლენებიდან გამომდინარე, გულწრფელად გეკითხებით, ის 10-კაციანი სია, რომ შემოვიდა და ნახეთ, რომ სია უკან დაბრუნდა და რამხელა ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში, რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ დაგირეკეს, შემოგთავაზეს, რომ მეორეჯერ, ამ 10-კაციანი სიის შემდეგ ისევ 20-კაციან სიაში ყოფილიყავით. კომპეტენციას რომ თავი დავანებოთ, შეიძლება თქვენ თავს თვლით კომპეტენტურად, თუმცა, ზუსტად იმ ეპოქიდან გამომდინარე, რომელიც 2003-2012 წელს ეხება, სადაც პატიმართა რაოდენობა იყო ყველაზე მაღალი, სადაც „ყველანი ციხეში“, „ნულოვანი ტოლერანტობა“ და ა.შ გაცხადებული პოლიტიკა იყო და თქვენ მაშინ ამ პოლიტიკას დაემორჩილეთ. კონკრეტულად თქვენ შეიძლება არავინ გირეკავდათ, მაგრამ თქვენ დაემორჩილეთ იმ სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომელიც ჰქონდა ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ კანონში ასე არ ეწერა, თქვენ დაემორჩილეთ, თქვენ შეგეძლოთ გამამართლებელი განაჩენები გამოგეტანათ, უფრო ჰუმანური გადაწყვეტილებები გამოგეტანათ, თუ ესე ყველაფერი კარგად იყო და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, მაშინ 2012 წელს რა მოხდა?! ხალხი რატომ იყო აღშფოთებული?! თუ ხალხმა ვერ გაიგო სწორედ და იმ ხელისუფლებამ ხალხს კარგად ვერ აუხსნა, რომ თურმე ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო?!“- აღნიშნული კითხვით მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, რაზეც პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ ეს მისი პიროვნული შეფასებაა.

„რაც თქვენ ახლა ჩემთან მიმართებაში ბრძანეთ და ბოდიში მოიხადეთო, ბოდიშის მოხდა ზოგადად სირცხვილი არ არის, არასდროს, არ აკნინებს არავის თუ მოსახდელი მაქვს ბოდიში ყოველთვის მოვიხდი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე და იმ გადაწყვეტილებებზე რაზეც მე ხელი მოვაწერე, არც ერთ შემთხვევაში, ბოდიში მოსახდელი არ მაქვს“, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს