ზუგდიდში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი მძიმედ დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოყვანილია სამი ადამიანი. ორის მდგომარეობა მძიმეა. იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მესამე დაშავებულის მდგომარეობა კი ნაკლებად მძიმეა. უტარდებათ შესაბამისი კვლევები", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში.

შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: უმძიმესი კადრები ზუგდიდიდან, სადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის