გიორგი გახარია სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში გადაღებულ კადრებზე - კადრები არ მინახავს, თუმცა, მითხრეს - მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის ერთადერთი გზა პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა

ეს კადრები არ მინახავს, თუმცა, მითხრეს, - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ცემის ამსახველ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც გუშინ გავრცელდა.

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის ერთადერთი გზა არსებობს და ეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა.

„აქ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური გზა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა იმ მხარესთან ერთად, ვინც არის ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ერთად მივაწვდინოთ ხმა, მათთან ერთად ვიმოქმედოთ, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა