პრემიერი - ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება  6 თვის შემდეგ შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას

ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, 6 თვის შემდეგ შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რის მიხდვითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე ზრდის.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პოზიციაა „მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“.

„ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება. ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს მომავალ წელს, დაახლოებით 6 თვის შემდეგ შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიცია არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა