პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა. როგორც ის ამბობს, პროკურატურაში იყო სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა პრობლემები.

იხილეთ ვიდეო: პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით