მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

"დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი - გიორგი ბაგრატიონი არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია და ეს აუცილებლად გაგრძელდება,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა კვლავ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს - გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაცვის პოლიციას.

შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი და დაცვის პოლიციის ახალი თავმჯდომარე დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ.

"5 წლის განმავლობაში ვიმუშავე სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძოდ ქალაქ თბილისის მერიაში და მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, მთავრობას, საკრებულოს გამოცხადებული ნდობისთვის. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა. ამ დეპარტამენტში მომუშავე 12 ათასი ადამიანი იცავს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს. დიდი მადლობა მინდა ბატონ მინისტრს გადავუხადო ამ ნდობის გამოცხადებისთვის და დღეიდან მზად ვარ, რომ განვახორციელო და განვაგრძო ის მიმართულებები და ცვლილებები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტში განხორციელდა,“ - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

გიორგი ბაგრატიონი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა