რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი მორჩა, ჯვარი დასმული აქვს, ნუ ვიტყუებთ თავს

ანაკლიის პროექტი რუსეთის გავლენით დასამარდა, ჯვარი დასმული აქვს, პროექტი მორჩა, ნუ ვიტყუებთ თავს, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მედიას განუცხადა, რითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

გოცირიძის თქმით, დღეს ხელისუფლების ქმედებები “თვალში ნაცრის შეყრაა” .

ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია შედეგს, ანაკლიის პროექტი გაჩერდება. ნუ მოვტყუვდებით და ნუ გვგონია, ჰოლანდიურ კომპანიას რომ მისცეს კონსორციუმში 4 მილიონის ინვესტირების უფლება, ეს რაღაცას ნიშნავდეს. ეს ნიშნავს, რომ კონსორციუმი სამი თვის შემდეგ ფაქტობრივად გავა თამაშიდან. ახლა ქმნიან ილუზიას, თითქოს უნდოდათ ანაკლიის პროქტის გადარჩენა. როგორ შეიძლება გადაარჩინო ანაკლიის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, რომლის წინააღმდეგაც საერთაშორისო ტერორი არის გამოცხადებული? ამ კომპანიაში ვინ ჩადებს ინვესტიციას, როდესაც მისი ძირითადი დამფუძნებლები სისხლის სამართლებრივ დევნაში იმყოფებიან. მიაღწიეს ყველაფერს.

2020 წელს უნდა შემოსულიყო ტვირთმზიდავი გემი, როდესაც დაწყებულიც კი არ არის ზუგდიდიდან ანაკლიამდე რკინიგზისა და საავტომობილო გზის მიყვანა. არათუ დაწყებული, პროექტიც კი არ არსებობს. დღეს რომ მშენებლობა დაიწყო, სამი-ოთხი წელი დასჭირდება, მათი ტემპის გათვალისწინებით. ანაკლიის პორტის აშენება რომ უნდოდეთ, ან სათადარიგი გეგმა ჰქონდეთ, რკინიგზის და საავტომობილო გზის გაყვანა არ უნდა იყოს დაწყებული? რასაც ხელისუფლება აკეთებს, თვალში ნაცარში შეყრაა.

ანაკლის პროექტი რუსეთის გავლენით დასამარდა. პროექტის დაგვიანებულ ამოქმედებას, რომელსაც დიდძალი შემოსავლის დაკარგვა მოჰყვება საქართველოსთვის, ხელისუფლების რადიკალური ცვლილება სჭირდება და პატრიოტული ძალების გამარჯვება. დავივიწყოთ ანაკლია, ნუ გვაქვს ილუზია. ერთი წლის წინ განვაცხადე და ყველას უკვირდა, რა ჯვარი დაუსვითო. ჯვარი დასმული აქვს, ანაკლიის პროექტი მორჩა, ნუ ვიტყუებთ თავს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა