„ინტერფაქსი“ - სირიის ხელისუფლება თურქეთის საზღვართან 15 საგუშაგოს განათავსებს

სირიის ხელისუფლება თურქეთის საზღვართან 15 საგუშაგოს განათავსებს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საგუშაგოების განთავსებას, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სამშაბათს გაფორმებული 10-პუნქტიანი ხელშეკრულება ითვალისწინებს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო პოლიცია ჩრდილოეთ სირიაში უკვე გამოჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიცია ხელს შეწყობს ქურთული ძალების რეგიონიდან გაყვანას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა