„ბრიმ თბილისში“ ლევან ქარაზანიშვილის ლექცია და სერიის „ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის“ პირველი ტომის - "გულის პრობლემები" წარდგენა გაიმართება

12 ნოემბერს, „ბრიმ თბილისში“ ლევან ქარაზანიშვილის ლექცია და სერიის „ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის“ პირველი ტომის - „გულის პრობლემები" წარდგენა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, ღონისძიებაზე კარდიო ქირურგი, ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი ლევან ქარაზანიშვილი, გულისმიერ ჩივილებზე, პრევენციის გზებზე, გულის დაავადებების თავიდან არიდებასა და შუნტირებაზე ისაუბრებს.

მათივე ინფორმაციით, ლექცია გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი პასუხი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო კითხვებზე.

„იმისათვის, რომ კარდიოლოგიურ პრობლემებსა და პრევენციის გზებზე წარმოდგენა შეგექმნათ სულაც არ არის აუცილებელი სამედიცინო განათლების ქონა. „ჰარვარდის“ მედიცინის სკოლის მიერ შემუშავებული ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო მარტივი და გასაგები ენით აღწერს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს.

სახელმძღვანელოდან შეიტყობთ შუნტირების თანამედროვე მეთოდის - სრული არტერიული შუნტირების შესახებაც, რომელსაც ჩემი, ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდი, წლებია წარმატებით იყენებს საქართველოსა და ევროპის წამყვან კლინიკებში“, - აცხადებს ლევან ქარაზანიშვილი.

„შეგახსენებთ, რომ სერია გააერთიანებს მარტივი ენით დაწერილ 8 ტომს, რომელიც ოჯახებს დაეხმარება, თავიანთი პრობლემების პირველადი კონსულტაცია, პირველადი განხილვა მოახდინონ.

ღონისძიებაზე „ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის“ პირველი ტომი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/465207634351666/“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს