გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 24 ოქტომბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ყანობი, უხათი, ოქროყანა და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ერედა, სელექცია, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ქუმლისციხე, სეთურნი, სოკურიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო