ლევან დავითაშვილი - რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ივანიშვილების ოჯახის მხრიდან სხვადასხვა პროექტებში ქველმოქმედება საქართველოს მიმართ განუზომელია. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეული ქველმოქმედების შესახებ განაცხადა.

„ძალიან რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, რადგან თვითონ ივანიშვილების ოჯახის მხრიდან ქველმოქმედება საქართველოს მიმართ სხვადასხვა პროექტებში განუზომელია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ამაზონის ტყეს დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი უწოდა და იმ კლიმატურ გავლენებზე ისაუბრა, რასაც ამაზონის ტყე მსოფლიოში ქმნის.

„სირცხვილია კრიტიკა განსაკუთრებით, როცა ეს ეხება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხს, ამაზონის ტყეებს. ამ კატასტროფის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ ადამიანი გულგრილი ვერ დარჩებოდა. მილიონ რვაასი ათას ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა. ეს არის ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, ფაქტობრივად, დედამიწის ფილტვები. და, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, ალბათ, ყველას უნდა გვახსოვდეს. ამიტომ, ამაზონის ტყეების გადარჩენა, არ არის კონკრეტულად ბრაზილიელების საქმე, ეს არის მთელი დედამიწის მოსახლეობისთვის აქტუალური. როდესაც ჩვენ კლიმატის ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მისი შერბილება დიდ წილად, სწორედ ამაზონის ტყეებზე მოდის. ამიტომ, ეს ქველმოქმედება ერთი მხრივ მისაბაძია, მეორე მხრივ კი, საამაყო, რადგან ქართველებიც ვიღებთ მონაწილეობას და გარკვეული წვლილი შეგვაქვს კლიმატის ცვლილებების შერბილების საკითხში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საქველმოქმედო ორგანიზაციას 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა