გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა წერილი გადასცა

საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა ქემლინ ფერლიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა წერილი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა წერილის გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობისა და საქართველოში UNHCR-ის საქმიანობის შესახებ.

ქემლინ ფერლის მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის, ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და ბოლო პერიოდში მიმდინარე განვითარებების შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში UNHCR-ს ჩართულობის მნიშვნელობას.

უწყების ცნობითვე, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა დაადასტურეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა