პაატა სილაგაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ვერ უპასუხა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ვერ უპასუხა. კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ სილაგაძეს ჰკითხა, კონსტიტუცია რა შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს და როგორია ტესტი, რომელსაც სასამართლო ატარებს შეზღუდვის შემოწმების დროს.

„გამოხატვის თავისუფლება უნდა იქნეს დაცული, ოღონდ მთავარია, რომ ვიღაცის უფლება ამით არ შეილახოს. სხვის უფლებებს არ უნდა შევეხოთ. ტესტის ორი ვარიანტი არსებობს - მკაცრი და მარტივი. მკაცრი შემოწმების ტესტმა ოთხი საფეხური უნდა გაიაროს. მეორე არის შედარებით მარტივი“, - განაცხადა სილაგაძემ, რაზეც გიორგი მშვენიერაძემ მიუთითა, რომ ეს მიდგომა თანასწორობის უფლებაზე გამოიყენება და არა გამოხატვის თავისუფლებაზე.

აღნიშნულის შემდეგ, პაატა სილაგაძემ განაცხადა, რომ ის გადაიღალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა