მაია ცქიტიშვილი - მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად

ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის უცხო ნამდვილად არ არის ქველმოქმედება და რამდენადაც ვიცი, მთლიანობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ამ მიმართულებით დახარჯული საქართველოში. ქველმოქმედების სივრცე არ იზღუდება და ნამდვილად მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბატონი ბიძინას ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაღებული თანხის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა უსაფუძვლო კრიტიკა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ და ეს თემაც, კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალის მხრიდან თავდასხმის საგანი გახდა.

ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად მუსიკოსი ბერა ივანიშვილი 1,1 მილიონ დოლარის გადარიცხვას გეგმავს. ამის შესახებ მისი ვიდეომიმართვიდან გახდა ცნობილი, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა