გიორგი კანდელაკი - სანამ რამე ინციდენტი მომხდარა ვლადიმერ ხომერიკთან მიმართებით, მოვუწოდებ მთავრობას, შსს-ს და პრემიერს, რომ გააძევონ ის საქართველოს ტერიტორიიდან

სანამ რამე ინციდენტი მომხდარა ვლადიმერ ხომერიკთან მიმართებით, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შსს-ს და პრემიერ მინისტრს, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რადგან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ამ დოზით არასასურველი პირის გაძევება მოხდეს საქართველოს ტერიტორიიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას ამჯერად ახალციხეში ეწევა რუსეთის მოქალაქე, რუსეთის მთავრობის ღია დამცველი ბიზნესმენი ვლადიმერ ხომერიკი , რომელიც თავს ასევე უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს“

„იგი ასევე ჩაბმული იყო მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში და იქ ეხმარებოდა რუსეთის პრეზიდენტის სახელით პრორუს კანდიდატს. ბატონი ხომერიკი არის მხოლოდ რუსეთის მოქალაქე, მას არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა. იგი არაერთხელ გამოვიდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. იგი ამართლებს რუსეთის სამხედრო შემოჭრას და სამხედრო აგრესიას. არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამჟამად იგი აწარმოებს პოლიტიკურ კამპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენ როგორც ვაფრთხილებდით გავრილოვის შემოშვებაზე საქართველოს მთავრობას, ზუსტად ასე გვინდა გავაფრთხილოთ საქართველოს მთავრობა. პირველ რიგში, რადგან ბატონი ხომერიკი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვალდებულება, რომ იგი არ შემოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან იგი არის არასასურველი პიროვნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისთვის", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა