სახალხო დამცველი თამთა თოდაძის საქმეზე კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურას,  საგამონაკლისო წესით დაუშვან ომბუდსმენის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკრებულოს თანამშრომელ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბების და სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს.

„აღნიშნული საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბების და სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროცესში მონაწილე მხარეებს, ასევე მედიასაშუალებებს, იხელმძღვანელონ პროფესიული ეთიკის სტანდარტით, რათა არ ქნას ხელყოფილი დაზარალებულის ინტერესები.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძნობს აღნიშნული საქმის მონიტორინგს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცლებულ იფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა