ადვოკატი - რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება რუსეთში შესაძლოა, ხვალ დილით მოხდეს

რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება რუსეთში შესაძლოა, ხვალ დილით მოხდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება რუსეთში მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის დამღუპველია, რადგან მას იქ ფიზიკური განადგრება ელოდება.

ვახტანგ კვიჟინაძის ინფორმაციით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო უწყებას ამომწურავი ჩვენება უკვე მისცა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში თავშესაფარი უნდოდა. ადვოკატის თქმით, სუმბაევი ჩვენებაში ასევე ჰყვება, რომ ის გაიტაცეს და ამ გატაცებაში რამდენიმე პოლიციელიც მონაწილეობდა, „ანუ მარტო პოლიციელებს არ გაუტაცია“.

„იაროსლავ სუმბაევმა საგამოძიებო უწყებას დეტალური ჩვენება მისცა, ასევე ჩატარდა ამოცნობები. ჩვენებაში ის საუბრობს ყველაფერზე, მათ შორის პოლიციელების მხრიდან ფულის გამოძალვაზე. იქ მარტო პოლიციელებიც არ ყოფილან. ფულის გამოძალვაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიციელები, ასევე სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. საუბარია დაახლოებით, 50 000 აშშ დოლარამდე. ამასთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება. ვინ არის დაკითხული და ვინ არა, ვერ გეტყვით, ზუსტად არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ჩვენება ამომწურავად იქნა მიცემული. შესაძლებლობის ფარგლებში ამოცნობილი იქნა ხალხი. შიდა ქართლის პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. მე სიმართლის თქმა მიყვარს და ამასთან დაკავშირებით მადლობა ნადვილად გვეთქმის შიდა ქართლის პროკურატურის მიმართ. პოლიციელებიც გამოიკითხნენ, მაგრამ კონკრეტულად რამდენი გამოიკითხამ არ ვიცი. ამოცნობა დღეს ჩატარდა. სუმბაევი ასევე ჩვენებაში ამბობს, რომ საქართველოში სურს დარჩენა და სურს საქართველოს მოახმაროს თავსი გამოცდილება“, - განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა