გაერო ირანს არასრულწლოვნების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის გამო აკრიტიკებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ირანს არასრულწლოვნების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის გამო აკრიტიკებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაეროს ექსპერტი ჯავად რეჰმანი, რომელიც ირანში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ წელს ირანში სიკვდილით 18 წელს მიუღწეველი 2 პირი დასაჯეს.

მისივე თქმით, 2018 წელს ირანში 7 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასიკვდილო განაჩენი მოიყვანეს სისრულეში.

რეჰმანის ინფორმაციით, წელს სიკვდილის დასჯა 90 ისეთ ადამიანს ემუქრება, რომლებიც სავარაუდო განაჩენის ჩადენის დროისთვის არასრულწლოვნები იყვნენ.

ჯავად რეჰმანის მტკიცებით, გაეროს აქვს „არაორაზროვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნის სიკვდილით დასჯა ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურად აკრძალულია და ირანში ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს.“

მსოფლიოში სიკვდილის დასჯის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ირანში ფიქსირდება. თუმცა, მას შემდეგ რაც 2017 წელს ქვეყანამ ანტი-ნარკოტიკული კანონი შეცვალა, სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. ირანში 2017 წელს სიკვდილით 503 ადამიანი დასაჯეს, 2018 წელს კი სასიკვდილო განაჩენი 253 მსჯავრდებული მიმართ აღასრულეს.

იხილეთ ვიდეო: გაერო ირანს არასრულწლოვნების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის გამო აკრიტიკებს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა