დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

სოფელ წნელისთან განთავსებული უკანონო საგუშაგო და ქართული უსაფრთხოების ძალების მოქმედება საზღვარზე მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ საუკუპაციო რეჟიმის ე.წ.უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. საქართველოს სპეცსამსახურები კი ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები,“ - განაცხადა "უშიშროების კომიტეტის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვამ.

მისივე თქმით, ქართული უსაფრთხოების ძალები აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან.

"სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს," - განაცხადა ბიაზროვამ.

იხილეთ ვიდეო: დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის