თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ჩიქოვანი იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა

18-23 ოქტომბერს პეკინში იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (IUIS) და ჩინეთის იმუნოლოგთა საზოგადოების (CSI) ორგანიზებით, იმუნოლოგთა რიგით მე-17 საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.

კონგრესის ფარგლებში იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების გენერალურმა ასამბლეამ აირჩია: იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და აღმასრულებელი კომიტეტის (ბიუროს) 6 წევრი, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს თითოეულ კონტინენტს.

იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად ევროპის რეგიონიდან წარდგენილი იყო 16 მეცნიერი. 101 დელეგატიდან 95-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) მიერ წარდგენილ კანდიდატს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ჩიქოვანს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უკვე მიიღო მისალოცი წერილი საკია-ის პრეზიდენტის, აკადემიკოს რევაზ სეფიაშვილისგან. ის აღნიშნავს, რომ ეს დიდი აღიარებაა. ამავე პოზიციაზე, 35 წლის წინ არჩეული იყო იმუნოლოგიის პატრიარქად წოდებული საბჭოთა კავშირში იმუნოლოგიის ფუძემდებელი, აკადემიკოსი რემ პეტროვი.

„მას შემდეგ არც ერთ მეცნიერს პოსტსაბჭოთა სივრციდან არ რგებია მსგავსი დიდი პატივი და აღიარება. ამიერიდან თსსუ-ის პროფესორი თინათინ ჩიქოვანი წარმოადგენს ევროპის რეგიონს, საქართველოს და საკია-ის სახელით. ეს ფაქტი ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს მეცნიერების ისტორიაში“, - წერს აკადემიკოსი რევაზ სეფიაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს პროფესორ თინათინ ჩიქოვანს ამ დიდ აღიარებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია