არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს - არის თუ არა ქვეყანაში ავტორიტარიზმი, ამის გადამოწმება მარტივია, უნდა დათვალოთ მიკროფონები და შეხედოთ კითხვებს, რომელსაც პოლიტიკოსებს უსვამთ

არის თუ არა ქვეყანაში ავტორიტარიზმი, ამის გადამოწმება თქვენი კამერებით ძალიან მარტივია, უნდა დათვალოთ მიკროფონები და შეხედოთ კითხვებს, რომელსაც პოლიტიკოსებს უსვამთ, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მას ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებზე განმარტების გაკეთება არ ევალება.

„არა მგონია, გედევან ფოფხაძის განცხადებებზე მე უნდა გავაკეთო განმარტებები. მე შემიძლია ჩემი თანაგუნდელების განცხადებებზე გავაკეთო განმარტებები. რაც შეეხება მის პოზიციას, თუ ბოლომდე თქვენთვის არ არის გასაგები რა თქვა გედევან ფოფხაძემ ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ. ის, რომ ყოფილი თანაგუნდელები აკეთებენ კრიტიკულ განცხადებებს, მე მგონი, ეს ქართული პოლიტიკისთვის ახალი არ არის. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ქვეყანაში ავტორიტარიზმი, ამის გადამოწმება თქვენი კამერებით არის ძალიან მარტივი, უნდა დათვალით მიკროფონები და შეხედოთ კითხვებს, რომელსაც პოლიტიკოსებს უსვამთ",- განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს