ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადირება სავარაუდოდ, უკვე განხორციელდა

ბრალდებული რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადირება სავარაუდოდ, უკვე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა ვანო ნორაკიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფება.

„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ იაროსლავ სუმბაევი ციხეში ნამდვილად არ იმყოფება, იქიდან გაყვანილია. რუსული მხარე ადასტურებს, რომ 11:00 საათზე უნდა მიეღოთ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. სავარაუდოდ, სუმბაევი უკვე გადასცეს“, - განაცხადა ნორაკიძემ.

მისივე განმატრტებით, სუმბაევს რუსეთის ფედერაციაში არაადამიანური მოპყრობა ელოდება.

„იქ მას არაფერი კარგი არ ელოდება. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იქნება, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც ქართულმა მხარემ რუსეთს გადასცა. იგივე ბედი ელის მასაც. ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეზე დაკავებულია, ან ჯანმრთელობა აქვს შერყეული, ან უგზო-უკვლოდაა გამქრალი. სავარაუდოდ, სუმბაევის მიმართაც იგივე ქმედებები იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ნორაკიძემ.

იაროსლავ სუმბაევს რუსეთის ფედერაციაში 2013 წელიდან ეძებენ. ის საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ქართველმა სამართალდამცავებმა ის გასულ წელს დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო