გიორგი კეპულაძე - 2008 წლის ომის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის ასეთი საპროცენტო განაკვეთი არ გვქონია

„რეგულატორს ცუდსა და უარესს შორის ჰქონდა არჩევანი. 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ მონეტარული პოლიტიკის ასეთი საპროცენტო განაკვეთი (2008 წლის ნოემბერში იყო 9%) არ გვქონია, რაც ჩვენი ეკონომიკის დღევანდელ სიმძიმეზე მიუთითებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ ეროვნული ბანკის მიერ მონატარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის 8.5 პროცენტულ პუნქტამდე გაზრდის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა გამოუვალი მდგომარეობის გამო მიიღო და ლარის რეკორდული გაუფასურების პირობებში სებ-ს სხვა გზა არ ჰქონდა.

გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები გაძვირდება და ეს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

„ლარში სესხებზე (საპროცენტო განაკვეთი) აიწევს უახლოეს მომავალში, რაც გამოიწვევს ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, რადგან ადამიანები, ასევე ბიზნესი ნაკლებს იყიდიან, შესაბამისად, ეს ეკონომიკურ აქტივობას შეამცირებს, რაც აისახება ეკონომიკურ ზრდაზე,“- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების პარალალურად, გიორგი კეპულაძე არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტსაც დაკორექტირება დასჭირდება.

„მე პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, ჩემზე გაცილებით მეტი ინფორმაციის მქონე ადამიანები ალბათ, გააკეთებენ ამას, (მთავრობა, ეროვნული ბანკი) თუმცა, მოსალოდნელია, რომ შეგვიმცირდება ეკონომიკური პროგნოზი, ასეთი მონეტარული პოლიტიკის პირობებში მე ამას ველოდები და ალბათ, შესაძლებელია, რომ ბიუჯეტსაც მოუწიოს კორექტირება. თუმცა, წინასწარ პროგნოზის გაკეთება მიჭირს, რადგან არსებობს ასეთი სამი ჯადოსნური სიტყვა - სხვა თანაბარ პირობებში,“- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ეკონომიკური ნაბიჯები ორმხრივად შეთანხმებულია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის და როგორც გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, მთავრობამ ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაუფასურებას, ინფლაციას შორის არჩევანი ლარის დასტაბილურების სასარგებლოდ გააკეთა, რადგან სწორედ ლარის გაუფასურებას აღიქვამს გაცილებით მწვავედ ამომრჩეველი.

„ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია და როგორც ჩანს, მოლოდინი მომავალი წლისთვის მთლად ოპტიმისტური არ არის და წინასწარ იჭერს თადარიგს რეგულატორი და მთავრობაც მათ შორის. ლარის კურსი გაცილებით რთული აღსაქმელია ყოველდღიურად მათ შორის, ამომრჩევლისთვისაც, რადგან ეკონომიკური ზრდის ეფექტს პირდაპირ ჯიბეზე შეიძლება ვერ გრძნობს მომხმარებელი. ეროვნული ბანკი ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ მთავრობისთვის და ეს მათი კომენტარებიდანაც ჩანს, რომ უფრო მნიშნელოვანია ლარის კურსი, ფინანსური სტაბილურობა და ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელში დაბრუნება და მზად არიან, ეკონომიკური ზრდა ოდნავ შემცირდეს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ექსპერტის თქმით, როგორც წესი, მონატერული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე ორი კვარტლის შემდეგ აისახება.

“შესაბამისად, ეს მექანიზმი მოქმედებას მარტიდან დაიწყებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროიდან აისახება ეს დადებითად ინფლაციაზე და უარყოფითად ეკონომიკურ ზრდაზე. უკვე ამ წელს ველოდები ასევე, რომ ლარის კურსზე წნეხი შემცირდება და მოლოდინი იქნება, რომ ლარი შეიძლება გამყარდეს. ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა ჩააქრო ლარის გაუფასურების მოლოდინი. თუმცა, ამას ახლავს უარყოფითი მხარეებიც - როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკური ზრდის შემცირება, ამასთან, ეს ნაბიჯი შეაფერხებს ლარიზაციას, რომელიც ეროვნული ბანკის პრიორიტეტია, რადგან როცა საპროცენტო განაკვეთები ლარში მაღალია, ბუნებრივია, მოთხოვნა ასეთ სესხებზე მცირდება,“- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, 6 თვის შემდეგ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ