თინა ბოკუჩავა - სამაჯურის გამოყენება საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში არ მომხდარა და მოსამართლე გაბინაშვილს ეს ინოვაციური იდეა თავში მაშინ მოუვიდა, როცა მელია დაინახა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა იურიდიული კომიტეტეტის სხდომაზე დაინტერესდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნუგზარ სხირტლაძემ იცოდა თუ არა ფაქტები, როცა მთავარ ან დამატებით ზომად სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პირის მიმართ გადაადგილების შესაზღუდად სამაჯური გამოიყენა.

რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკას კარგად არ იცნობს, არ ახსენდება მსგავსი პრაქტიკა, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლებელია იყოს.

„პირდაპირი ანალოგია, აღკვეთის ღონისძიების სახით, თუნდაც დამატებით ზომად, ასეთი ტიპის სამაჯურის გამოყენების საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში არ არსებობს. ასეთი ტიპის სამაჯურის გამოყენება საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში არასდროს მომხდარა და მოსამართლე გაბინაშვილს ეს ინოვაციური იდეა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოუვიდა თავში, როცა ნიკანორ მელია დაინახა, ეს მიმაჩნია, რომ შეიცავს პოლიტიკური ოპონენტის დევნის ნიშნებს. ჩვენ ასევე ვაპირებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა