არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ტერიტორიებია ოკუპირებული და გვესმის ბრალდებები, რომ ჩვენ ვემზადებით პროვოკაციისთვის - ეს განცხადება ალოგიკური და გაუმართავია

ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და გვესმის ბრალდებები, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის - თვითონ ეს განცხადებაც კი ალოგიკური და გაუმართავია,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო პროვოკაციისთვის ემზადება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

„საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის ემზადება საქართველო",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „ქართული უსაფრთხოების ძალები ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადებიან".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს