აკაკი ზოიძე - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება საფრთხის შემცველია და ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება საფრთხის შემცველია და ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ", - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ოკუპანტი და მარიონეტული რეჟიმი ახალ პროვოკაციას ამზადებდნენ, რასაც შემდგომ ქართულ მხარეს დააბრალებენ.

"ოკუპანტის და მარიონეტული რეჟიმის განცხადებას იმდენად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რამდენადაც ისინი საფრთხეს შეიცავენ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ, დაასაბუთონ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელსაც იწვევენ იმით, რომ ორი თვეა ჩაკეტილი აქვთ ე.წ. გადასასვლელი პუნქტები და გზა ახალგორში და ასევე, ამ განცხადებით, საზოგადოებას წინასწარ ამზადებენ, რომ არ არის გამორიცხული თვითონ მოაწყონ პროვოკაცია და როგორც ოკუპანტის სტილშია, მერე დააბრალონ ქართულ მხარეს. ამიტომ, ერთი მხრივ, არანაირი სიმართლის ნატამალი არ არის ამ განცხადებაში, მაგრამ მეორე მხრივ, საფრთხის შემცველია და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ჩემი აზრით, ეს არის მორიგი პროვოკაციის მზადების პროცესი, რომელიც ცხოვრებას გაურთულებს ჩვენს მოქალაქეებს,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს