დონალდ ტრამპი - ამერიკას აღარ სჭირდება მსოფლიო პოლიციელი იყოს

ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს შუა აღმოსავლეთის „სისხლიან ქვიშას“, -ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა და დასძინა, რომ „ამერიკას აღარ სჭირდება იყოს მსოფლიო პოლიციელი“.

ტრამპმა სპეციალურ მიმართვაში, რომელიც თეთრი სახლიდან გააკეთა, ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცვლის ურთიერთობების კურსს ახლო აღმოსავლეთთან, სადაც ძალიან ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

”ჩვენ მივდივართ. დაე, ვინმემ სხვამ იბრძოლოს ამ სისხლით გაჟღენთილ ქვიშაზე. ჩვენი სამხედროების სამსახური არ არის მსოფლიოს პოლიციელობა“, - განცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილოეთიდან ჯარები გაიყვანა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინის შეთანხმების თანახმად, თურქეთ-სირიის სასაზღვრო ზოლს რუსი და თურქი სამხედროები გააკონტროლებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო