ნაზი ჯანეზაშვილი - ერთ-ერთი მოსამართლე, თემურ გოგოხია იუსტიციის საბჭოს წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია და ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი

ერთ-ერთი მოსამართლე, თემურ გოგოხია იუსტიციის საბჭოს წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია - უნდა დავასკვნათ, რომ აცილების საკითხს ისინი არც განიხილავენ", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებების შესახებ ისაუბრა იმ მოქმედ მოსამართლეებთან, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე სურთ გადასვლა.

ჯანეზაშვილის თქმით, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, რომ არა გარემოება, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება.

„გასაუბრებაზე "სკაიპის" მეშვეობით მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთმა მოსამართლემ, თემურ გოგოხიამ, რომელიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლი. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და წესით, ნორმალურ ვითარებაში და კეთილსინდისიერმა ადამიანმა აცილების საკითხი უნდა დააყენოს, რადგან ეს არის სერიოზული დარღვევა, თუკი საბოლოო ჯამში იგი კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ რა მოხდა გასაუბრებაზე? რევაზ ნადარაია ფაქტობრივად დაიმალა, ვინაიდან იგი გავიდა სხდომათა დარბაზიდან, როგორც კი გოგოხიას გასაუბრება იწყებოდა და შემდგომ შემოვიდა, როგორც კი მისი გასაუბრება დასრულდა. როდესაც ვიკითხე, ეს გასვლა ნიშნავდა თუ არა იმას, რომ მან თვითაცილების საკითხი დააყენა, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ მივიღე მოსამართლე წევრების, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის მხრიდან და როგორც მივხვდი, მას აცილების საკითხი არ დაუყენებია", - აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

მანვე ისაუბრა თავად მოსამართლე თემურ გოგოხიას შესახებაც და ხაზი გაუსვა იმას, რომ არც მას დაუყენებია აცილება.

„გარდა ამისა, თემურ გოგოხიას როდესაც დაუსვეს შეკითხვა, ხომ არ ჰქონდა აცილება რომელიმე წევრთან მიმართებაში, მან თქვა, რომ იგი აცილებას არ აყენებს. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ ნადარაიას დამალვიდან და გოგოხიას პასუხიდან გამომდინარე, რომ აცილების საკითხს ისინი არც კი განიხილავენ, ვინაიდან ეს მსჯელობა აცილების საკითხზე, გასაუბრება და შემდგომ კენჭისყრის პროცედურა არის ერთი მთლიანი პროცესი. ანუ, მხოლოდ გასაუბრებაში არმონაწილეობა და შემდგომ კენჭისყრაში მონაწილეობა ან პირიქით საერთოდ არაფერს ნიშნავს და მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატთან მიმართებაში თუ დგება აცილების საკითხი, მთლიანად პროცესს გამოეთიშოს ის ადამიანი, ვისაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოს წევრებს ზოგადად ახასიათებთ ამგვარი მიდგომები, მათთვის არაფერს ნიშნავს, რომ ან ოჯახის წევრებთან, ან ნათესავებთან მიმართებაში გასაუბრებაში და კენჭისყრაშიც მიიღონ მონაწილეობა, არანაირ უხერხულობას მათ ეს არ უქმნით", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა