თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“ გაიხსნა, რომელშიც კანადის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების მეცნიერები მონაწილეობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციები არიან. ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

თსუ-ს პროფესორის, ქეთევან ხუციშვილის თქმით, კონფერენციის მიზანია, საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული მკვლევრებისთვის შეიქმნას გარკვეული სივრცე ცოდნის გაზიარების, იდეების გაცვლისა და სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის.

,,თემა ინტერკულტურული დიალოგი საქართველოში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით აქტუალურია და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დროულია და მართებულია ასეთი შინაარსის ღონისძიების გამართვა,“ - განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კონფერენცია იკვლევს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ქვეყანაში, მათ მდგომარეობას, თანაარსებობას, ურთიერთობასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს.

საერთაშორისო კონფერენცია „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“ 26 ოქტომბერს დასრულდება.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან