გალტ & თაგარტის პარტნიორობით, თბილისში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი" გაიმართა

გალტ & თაგარტის პარტნიორობით თბილისში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი" გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს ბანკის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„საქართველოს მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო დერეფანში. აბრეშუმის გზა, როგორც გლობალური ინიციატივა, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოს აქვს ყველა რესურსი, იმისათვის რომ შეასრულოს რეგიონული, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული, ფინანსური, ასევე სამრეწველო ჰაბის ფუნქცია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. საქართველოს ჩართულობა ახალი აბრეშუმის გზის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს, შორის, ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

როგორც "საქართველოს ბანკის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის თანამედროვე მსოფლიოსთან. ფორუმი უკვე საერთაშორისო ბრენდად იქცა. მისი მაღალ დონეზე ორგანიზება-ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით. აბრეშუმის გზის ფორუმი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა