Bocuse d'Or Georgia-ს მთავარი კერძი ცნობილია

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ ჩემპიონატზე 8 მონაწილე გუნდმა კონკურსის მთავარი ინგრედიენტის - ღორის ჩალაღაჯის გამოყენებით, 5 საათსა და 35 წუთში უნდა მოამზადოს და ჟიურის წევრებს წარუდგინოს ხორცის კომპოზიცია ლანგარზე 3 გარნირთან და 2 სოუსთან ერთად.

ჟიურის წევრები კონკურსანტებს შემდეგი კომპონენტების მიხედვით შეაფასებენ: კერძის მომზადების ტექნიკა, ვიზუალი, გემოვნური თვისებები, ინოვაციური მიდგომა, დროის მენეჯმენტი, სისუფთავე და ა.შ.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო წელს პირველად მონაწილეობს Bocuse d'Or-ის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში, მონაწილეებს ორი კერძის ნაცვლად, მხოლოდ ერთის მომზადება ევალებათ. ჩემპიონატის მთავარი კომპონენტი ქართული, ენდემური ჯიშის ღორის ჩალაღაჯი იქნება. მოგეხსენებათ, ქართული უნიკალური ღორის ჯიში გადაშენების პირას გახლდათ და ახლახან დაიწყო კვლავ წარმოება. მნიშვნელოვანია აღნიშნული პროდუქტის წინა პლანზე წამოწევა, რათა ავთენტური კერძები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ქართულ სამზარეულოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონკურსანტები კრეატიულობას გამოიჩენენ და საინტერესო კერძის მომზადებას შეძლებენ“, - აღნიშნა Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ხორცის პროდუქტი წარმოდგენილია Bocuse d’Or Georgia-ს პარტნიორი მომწოდებლის - Nativeracha-ს მიერ.

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნული ჩემპიონატი 2 და 3 ნოემბერს „Expo Georgia"-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა