სოფო კილაძე - სუმბაევის შემთხვევაში არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და სახელმწიფო ვალდებულია მისი გადაწყვეტილებები შეასრულოს

სუმბაევის შემთხვევაში არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენი სახელმწიფო ვალდებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეასრულოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მედიას განუცხადა, რითაც იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა.

სოფო კილაძის განცხადებით, რუსეთი რომ ოკუპანტია ყველა თანხმდება, თუმცა ქვეყანა ვალდებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელოს.

„ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია ორი საკითხი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ერთი, რუსეთი რომ ოკუპანტია ამაზე ყველა ვთანხმდებით. მეორე, ეს კონკრეტული შემთხვევა, სადაც უკვე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტრომ სტასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედა. ეს არის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხი, რაც ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილება არსებობს ყველა სახელმწიფო ვალდებულია, დაემორჩილოს სტრასბურგის გადაწყევტილებას. ჩვენი სახელმწიფო არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელიც ვალდებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეასრულოს. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ვიმოქმედოთ ისე, როგორც კონვენციით არის გათვალისწინებული”,-განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, ბრალდებული იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადირება სავარაუდოდ, უკვე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა ვანო ნორაკიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე აღარ იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს