პორტ კონსტანციდან  ბათუმის პორტამდე საკონტეინერო გემის მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან (რუმინეთი) ბათუმის პორტამდე, საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

სამმხრივი შეთანხმება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებს“, ,,აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოსა“ და რუმინულ კომპანია ,,გრამპეტს“ (GRAMPET) შორის გაფორმდა.

,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და ,,გრამპეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი შავ ზღვაზე საფიდერო მიმოსვლას ისახავს მიზნად. მემორანდუმის თანახმად, ახალი რეგულარული საკონტეინერო გემი, ბათუმის პორტს, რუმინეთში კონსტანცას პორტთან უმოკლეს ვადებში დააკავშირებს. გადაზიდვის პროცესის გამარტივებული პროცედურა, დერეფანში სატვირთო გადაზიდვის მოცულობის ზრდას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მარშრუტის უპირატესობას, საქართველოს გავლით, ევროკავშირის ბაზართან პირდაპირი წვდომა წარმოადგენს. ჩინეთიდან ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის დრო კი, 15 დღემდე შემცირდება. სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება გლობალური ეკონომიკის ზრდაზე უდიდეს როლს თამაშობს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალები“ საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს სარკინიგზო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,გრამპეტი“ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევროპაში. ყოველწლიურად GRAMPET-ჯგუფს თითქმის 22 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება