უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუგზარ სხირტლაძე აცხადებს, რომ უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაშვების ფაქტები ხდებოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუგზარ სხირტლაძე აცხადებს, რომ უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაშვების ფაქტებს ადგილი ჰქონდა. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა 2012 წლამდე არსებულ პერიოდს ეხებოდა. ნუგზარ სხირტლაძის თქმით, ასეთი შემთხვევა არაერთი იყო, თუმცა, მოსამართლეობის კანდიდატს უჭირს იმის თქმა, რამდენად სისტემური იყო ასეთი ფაქტები.

მისი თქმით, ისეთი ფაქტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, როცა უდანაშაულო ადამიანი ან მცირე სამართალდარღვევის ჩამდენი მიდის ციხეში. „ჰქონდა ასეთ შემთხვევებს ადგილი, არა ერთი იყო,“- განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.

მამუკა მდინარაძე დაინტერესდა კანდიდატის შეფასებით, რამდენად დემოკრატიული იყო 2012 წლამდე მმართველობა და მას შემდეგ. ნუგზარ სხირტლაძე ამბობს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად მსჯავრდებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

„თქვენ ახსენეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. სასამართლო პოლიტიკა შეიძლება არსებობდეს იმ საკითხებზე, სადაც არის მოძრაობის საშუალება, ვარიაციები, სადაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გადაწყდეს, იქ სასამართლო პოლიტიკაზე არ არის საუბარი. ასეთი მიმართულებებით, ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად მივიღეთ ის, რომ მკვეთრად გაიზარდა მსჯავრდებულთა რიცხვი, მგონი მე-6 ადგილი იყო მსოფლიოში. ეს ხდება 2006 წლიდან“, - განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს