გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, იარაღზე, რის გამოც მისი თანაპარტიელი დაიჭირეს, კობა კოშაძის დნმ-ის კვალი არ არის აღმოჩენილი

გამარჯვებული საქართველოს" წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღზე, რომლის გამოც მისი თანაპარტიელი კობა კოშაძე დაიჭირეს, კოშაძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილი არაა.

ჩალაგაშვილის თქმით, მის პარტიას აქვს იმ ოთხი პოლიციელის პირადი მონაცემები, ვინც კოშაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და იმ შემთხვევაში, თუ ეს სამართალდამცველები ორშაბათამდე ახალ ჩვენებას არ მისცემენ გამოძიებას, ჩალაგაშვილი მათი ფოტოების გამოქვეყნებას აანონსებს. ამის შესახებ ჩალაგაშვილმა "გამარჯვებული საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მივმართო პროკურატურას, თადუმაძეს, უდიპლომო ადამიანს, ჩვენ ერთი კვირის წინ წარვადგინეთ დასკვნა, რომ იარაღზე კობა კოშაძის ანაბეჭდები არ ამოსულა.

დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი დასკვნა, სადაც წერია, რომ იარაღზე, მჭიდზე და ვაზნებზე არც დნმ კვალი არ არის ამოსული კოშაძის. ბატონო ივანიშვილო, ბატონო თადუმაძე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ კობა კოშაძე.

მე მინდა მივმართო იმ 4 პოლიციელს, რომლებმაც მისცეს ჩვენება და ჩაუდეს კოშაძეს იარაღი. მე მაქვს თქვენი პირადი მონაცემები, მე დღეს წავიკითხავ მხოლოდ ამ ადამინების გვარებს. ესენი არიან: დეტექტივი ნეფარიძე, კოპაძე, აწკარუნაშვილი და ნიჟარაძე. თქვენ ვადა გაქვთ ორშაბათს საღამომდე მისცეთ ჩვენება, ვინ დაგავალათ ჩაგედოთ იარაღი კოშაძისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამას, სამშაბათს მე მეჭირება ხელში ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე ივლისში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა