ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა კამპანიის „12 ქალი ბარიკადებზე“ სახედ საქართველოდან ანა დოლიძე დაასახელა

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა კამპანიის - „12 ქალი ბარიკადებზე“ სახედ საქართველოდან ანა დოლიძე დაასახელა. კამპანიის მიზანია შექმნას ინფორმირებულობა ქალთა უფლებების 5 ძირითად საკითხზე: 1. ულტრა-მემარჯვენე მოძრაობის ზრდა 2. ქალთა უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების დევნა 3. სამოქალაქო საზოგადოების შემცირება 4. გენდერული ძალადობა და უკიდურესი სოციალური კონტროლი 5. ქალის დევნა SOGI-ის საფუძველზე.

„12 ქალი ბარიკადებზე“ კამპანიაში ადამიანის უფლებების დამცველი 12 ქალია შერჩეული ბელორუსიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ჩეჩნეთიდან და უნგრეთიდან.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ანა დოლიძე კამპანიის სახედ შეირჩა იმიტომ, რომ იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში იბრძოდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის.

„2004 წელს 23 წლის ასაკში ის იყო კავკასიაში წამყვანი ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მხარს უჭერდა „ვარდების რევოლუციას“, თუმცა ცოტა ხანში იგი გახდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი. დოლიძე ჯერ არ არის 40 წლის, მაგრამ მომსწრეა საქართველოში მომხდარი რამდენიმე პოლიტიკური დაპირისპირების და შეიარაღებული კონფლიქტის. დღეს ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრია - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია სასამართლოს დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. დამატებით ანა დოლიძე არის საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებადამცველი“, - აღნიშნულია კამპანიის საიტზე.

კალენდარი, სადაც ადამიანის უფლების დამცველი 12 ქალის სტატიები და ფოტოები იქნება წარმოდგენილი, ილუსტრირებულია ნორვეგიელი ილუსტრატორის ჯენი ჯორდალის მიერ. საიტზე უკვე გამოქვეყნდა ანა დოლიძის სტატია, სადაც აქცენტები გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე - საქართველოს მძლავრი ოლიგარქის გამოწვევა; საბჭოთა მემკვიდრეობა; ზღაპრების ქვეყანა და 2020 - გადამწყვეტი წელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს