რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი - როგორც იურისტი, შოკირებული ვარ - არ ვიცი, რამდენი მუხლი, კოდექსი და კანონი დაირღვა ბრალდების მხარის მიერ

როგორც იურისტი, შოკირებული ვარ. არ ვიცი, რამდენი მუხლი, კოდექსი და კანონი დაირღვა ბრალდების მხარის მიერ, რადგან იაროსლავ სუმბაევი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ჟურნისტებს ბრალდებული რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა.

როგორც კვიჟინაძე აცხადებს, ის იაროსლავ სუმბაევის მიმართ საქსტრადიციო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კვიჟინაძე აცხადებს, რომ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა.

„თუ პროკურატურა თვლიდა, რომ მისთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ, ბოლო 8 თვის განმავლობაში ახალი არაფერი მოუპოვებიათ. სუმბაევს ბრალი არ წაუყენეს, სანამ საექსტრადიციო პატიმრობის 9- თვიანი ვადა არ ამოიწურა. ბოლო დღეს წაუყენეს ბრალი და შეუფარდეს პატიმრობა. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაა. ბრალის არ წარდგენა საექსტრადიციო 9- თვიანი ვადის ამოწურვამდე, დარღვევაა, რადგან არ შეიძლება პატიმრობის ვადის ხანაგრძლივების ინსტრუმენტად გამოყენებული იქნეს ბრალის წარდგენა. ბრალის წარდგენის საფუძველი შეიქმნება თუ არა, ეს პირდაპირ ავალდებულებს პროკურატურას, სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპით მოხდეს თავიდანვე ბრალის წარდგენა", - განაცხადა კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი გადასცა, რომელიც ბრალდებულია გამომძიებელ ევგენი შიშკინის მკვლელობის საქმეზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა