სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში სამუშაო ვიზიტი იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას იაპონიის პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, ბორდერიზაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინძო აბე საქართველოსი ვიზიტით მოიწვია. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას, აღინიშნა, რომ საჭიროა დროულად მოხდეს მისი გაფორმება, რამაც უნდა გაზარდოს იაპონური კომპანიების ქართული ბაზრით დაინტერესება. ასევე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა კულტურის და სპორტის მიმართულებით, კერძოდ კი, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები. პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერს იმპერატორის ტახტზე ასვლა მიულოცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო