გაეროს კვირეულის ფარგლებში, ხვალ  ვარკეთილში  გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართება

გაეროს კვირეულის ფარგლებში, ხვალ ვარკეთილი-3-ის მე-3 მიკრორაიონში, მშენებარე სტადიონთან, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართება. ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და ახალგაზრდები. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი რეზი სოხაძე, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

21-24 ოქტომბერი გაეროს კვირეულია, რომლის მთავარ თემას გლობალური მიზნების თაობა წარმოადგენს (Global Goals Generation). კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, თბილისში დაგეგმილია 550 ხის დარგვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა