მარიამ ჯაში - როცა საინგილოდან ჩამოსულ უსინათლო სტუდენტს ლევან ყიყიშვილს გაიცნობთ, დარწმუნდებით, რომ ყველა მიზანი მიღწევადია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საინგილოდან ჩამოსულ სტუდენტს, ლევან ყიყიშვილს და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორს, მათე ტაკიძეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან ყიყიშვილი ისტორიული ჰერეთიდან, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოდან უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვიდა და დღეს თბილისში კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტია.

„ლევანი შარშან საინგილოდან დამიკავშირდა ესმა გუმბერიძის - უფლებადამცველისა და დღეს გაეროში ჩვენი ახალგაზრდობის წარმომადგენლის შუამდგომლობით. ის დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდა და ცდილობდა საქართველოში სასწავლებლად ჩამოსვლას და წელს კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელის, მათე ტაკიძის განსაკუთრებული თანადგომით ის უკვე სტუდენტია და ეუფლება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ვებ-ინტერფეისის დეველოპერის პროფესიას.

როდესაც გაიცნობთ ლევანს, დარწმუნდებით, რომ ყველა მიზანი მიღწევადია. საქართველოს სიყვარულმა ჩამოიყვანა საინგილოდან უსინათლო ახალგაზრდა და დღეს ის არა მხოლოდ პროფესიას ეუფლება, არამედ ემზადება დასაქმებისა და დამოუკიდებელი მოღვაწეობისათვის. ლევანი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბატონ მათე ტაკიძეს, „სპექტრის“ თანამშრომლებსა და სტუდენტებს, რომლებიც მისი მეგობრები გახდნენ. მათ უდიდესი თანადგომა გაუწიეს და ყოველდღიურად გვერდში უდგანან საინგილოდან ჩამოსულ სტუდენტს სასწავლო პროცესში და ახალი პროფესიის დაუფლებაში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო