დავით ბაქრაძე - 2020 წლის არჩევნები ხელისუფლებას მშვიდობინად შეცვლის

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ლაგოდეხის რაიონის აფენის თემის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, სოფელ ჭაბუკიანში ადგილობრივები დავით ბაქრაძესთან საუბარში აცხადებენ, რომ ყურძნის ფასი 70 თეთრია. მათივე თქმით, ბანკიდან გამოტანილი სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ. ამასთან, მოსახლეობა სანიაღვრე არხების გაუმართაობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ანტისანიტარიას იწვევს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებს ვერანაირი ზეწოლითა და მოსყიდვით ვერ მოიგებს და ხალხი მათ ძალას დაანახებს.

„საქართველოში 2020 წელი იქნება ხელისუფლების შეცვლის წელი, ეს არჩევნები შეცვლის ხელისუფლებას მშვიდობინად. თითოეული გამოტოვებული არჩევნები, თითოეული თემის, თითოეული სოფლის არჩევნები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ ეს ცვლილებები და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ხალხმა დაანახოს ხელისუფლებას თავისი ძალა. ვერანაირი ზეწოლით, მოსყიდვით, ხელისუფლება არჩევნებს ვეღარ მოიგებს. ერთადერთი გზა არჩევნების მოგების, არის საქმის გაკეთება და იმ გუნდის მოსვლა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და ხალხის პრობლემებსა და ხალხის გაჭირვებაზე იზრუნებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს