ერაყში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ერაყში ანტისამთავრობო პროტესტი განახლდა. ასობით ადამიანი ბაღდადში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, სადაც ქვეყნის პოლიტიკური კლასის „ამოძირკვას“ ითხოვს. დემონსტრაციის დროს ათობით ადამიანი, მწვანე ზონისკენ გაემართა, სადაც სამთავრობო შენობები და საელჩოებია განთავსებული, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა ისინი წყლის ჭავლით მოიგერია.

დემონსტრაციები გაიმართა ერაყის სამხრეთ ქალაქებში, დივაინაჰსა და ნასირიაშიც, სადაც დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე „რეჟიმი არ დაემხობა“.

„ფრანს 24“-ის ცნობით, ქვეყანაში უფრო მასშტაბური აქციებია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, ერაყში მასობრივი დემონსტრაციები პირველი ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს 157 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობას ტყვია თავისა და გულშის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს