ოთარ კახიძე - ხელისუფლება დასავლეთს არწმუნებს, თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთთან - როცა ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის საკითხს

საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ სრულიად უპრინციპო პოლიტიკა აქვს. ისინი დასავლეთს არწმუნებენ, რომ თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთის ფედერაციასთან და მათი პრაგმატული პოლიტიკა შედეგიანია. როცა, ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, მაშინ ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის ფედერაციის საკითხს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ მედიას განუცხადა, რითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მცირე ხნით დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

კახიძის შეფასებით, საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმის თავხედურ საქციელთან. მისივე თქმით, ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც უფრო უნდა გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ისინი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მონიტორინგმა თავისი მისია უნდა განახორციელოს, როგორც საქართველოს მიერ კონტროლორებად ტერიტორიაზე, ისე მის ოკუპირებულ ნაწილზე. შესაბამისად, ამით შეთანხმება კიდევ ერთხელ ირღვევა და ამავე დროს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დემონსტრაციულად შეურაცხყოფას აყენებს როგორც შეთანხმებას, ასევე სადამკვირვებლო მისიას და მათგან მომდინარე არის თავხედური საქციელი. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ყველა ეფექტური მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, საერთაშორისო სანქციების ჩათვლით, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალიზაციისკენ იქნება მიმართული. რუსეთის ფედერაციას იმ ვალდებულებების შესრულება უნდა მოსთხოვონ, რომელიც მან ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო. არათუ დაკავება ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, არამედ დაუბრკოლებლად უნდა გადაადგილდებოდნენ მონიტორები და ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ წერტილში შეისწავლონ ვითარება და გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. ეს სიგნალი არის, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც უფრო უნდა გააქტიუროს თავის მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე პირდაპირი გზავნილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მათაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგან დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთის ამგვარი ქმედებების შესაკავებლად.

საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ სრულიად უპრინციპო პოლიტიკა აქვს. პირიქით, ისინი დასავლეთს არწმუნებენ, რომ თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთის ფედერაციასთან და მათი პრაგმატული პოლიტიკა შედეგიანია. როცა ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, მაშინ ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის ფედერაციის საკითხს. საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, რომელიც აქტიურად დასვამს საქართველოს თემას და მოახდენს ამ პრობლემების აქტუალიზაციას”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.

„მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს