ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა

საქართელოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა.

სებ-ი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 854.3 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის 45.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ამასთან, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12 პროცენტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა